Background Image

Dazz Dazz – ახალი ქართული ბრენდი ბაზარზე – ,,ჩვენ ვიცით, რა მოსწონთ ახალგაზრდებს”

13:40 4 ივნისი, 2018

Dazz Dazz ახალი ქართული ბრენდია, რომლის ერთ-ერთი დამფუძვნებელიც ზუკა ყალიჩავაა. ბრენდი, სამი თვის წინ შეიქმნა და ამ დროის განმავლობაში, უკვე მოახერხა ერთ-ერთი პოპულალური და მოთხოვნადი გამხდარიყო ქართულ ბაზარზე. დეტალურად ბრენდის ისტორიასა და ფასებზე ზუკა ყალიჩავა გვესაუბრა.

„Dazz Dazz-ის  შექმნის იდეა ბერლინში დაიბადა, მაშინ როცა შევხედეთ, როგორ განსხვავებულად იცვამდნენ, მივხვდით, რომ ჩვენც რაღაც ამდაგვარი უნდა გაგვეკეთებინა საქართველოში. შედეგად, ვიპოვეთ დამფინანსებელი, ვიყიდეთ საკერავი მანქანები და გავხსენით ქარხანა რუსთავში, სადაც 200 მკერავიდან არჩეული, 7 სუკეთესო მკერავი მუშაობს.

ნაჭრებიც თავად ჩამოგვაქვს თურქეთიდან და სრული კოლექცია საქართველოში იქმნება. ჩვენი მთავარი და ერთადერთი ხაზი სპორტული ტანისამოსია. დღეს, საქართველოში ტრენდულია, რომ ქართული გეცვას და ადრე თუ ჩვენთან წარმოებულ პროდუქტზე არ იყო მოთხოვნა, ახლა პირიქით, ნაწარმი თუ ქართულია, ზუსტად ეს ხდება მომხმარებლებისთვის საინტერესო.

ჩვენ ვიცით, რა მოსწონთ ახალგაზრდებს. ძალიან განსხვავებულ მოდელებს ვქმნით, ისეთს, რაც დეფიციტურია და ჩვენამდე, მხოლოდ გამოწერით იყო შეძენა შესაძლებელი. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, ხარისხი, უპირველეს ყოვლისა და კომფორტი.

ამ ეტაპზე მაღაზიაში წარმოდგენილი საზაფხულო კოლექცია, 19 ივნისს კი, ისევ მივდივართ თურქეთში, საშემოდგომო კოლექციისთვის ნაჭრების საყიდლად. რაც შეეხება ფასებს, 45 ლარიდან 159 ლარამდე მერყეობს, ვცდილობთ ხელმისაწვდომი და ადამიანური ფასები შემოგთავაზოთ. სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი მაღაზიის გახსნა და ჩვენს ქარხანაში მეტი ადამიანის დასაქმება გვინდა“.

მაღაზია Dazz Dazz შანიძის 2 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე გელოდებათ.

 

ავტორი: ანი გიგაური

 

კომენტარები

X