Background Image

Euronews – ძველი თბილისი ხიდია თანამედროვეობასა და ანტიკურობას შორის (ვიდეო)

15:42 26 ივნისი, 2018

euronews-მა ძველი თბილისის შესახებ, გადაცემა „ღია ბარათის“ ფარგლებში, სიუჟეტი მოამზადა სახელწოდებით “ძველი თბილისი: ხიდი ანტიკურობასა და თანამედროვეობას შორის”.

ავტორის თქმით, თბილისში თანამედროვეობა და ანტიკური ისტორია ერთმანეთისგან მცირე მანძილით არის დაშორებული და ამის მაგალითად მშვიდობის ხიდი მოჰყავს.

სიუჟეტში დედაქალაქის დაარსების ისტორიაც არის წარმოდგენილი და ნაჩვენებია ის ადგილი, სადაც ლეგენდის მიხედვით, ვახტანგ გორგასალმა ხოხობზე ნადირობისას წყალში დამხრჩვალი საკუთარი მიმინო იპოვა.

 

კომენტარები

X