Background Image

Facebook-ის ჯგუფები შესაძლოა მალე ფასიანი გახდეს

10:22 22 ივნისი, 2018

Facebook-ჯგუფების მოხმარებისთვის მომხმარებელს შესაძლოა ყოველთვიური გადასახადის გადახდა მოუწიოს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

სოცქსელი ჯგუფის ადმინისტრატორებს ნებას დართავს თანხა 4.99-დან 29.99 დოლარამდე განსაზღვრონ. ერთ-ერთი ინფორმაციით, ძველებურად იარსებებს უფასო ჯგუფებიც.

მაგალითად, ბლოგერმა, რომელიც მოდაზე წერს შესაძლოა თავის ჯგუფში გაწევრიანება ფასიანი გახადოს და მსურველს ყოველთვიურად 14,99 დოლარის გადახდა მოსთხოვოს.

როგორც Facebook-ში განმარტეს, სიახლე ფულის გამომუშავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სოცქსელში ჯგუფის განვითარებაზე ბევრ დროსა და ენერგიას ხარჯავენ.

Faceook-ში განაცხადეს, რომ ადმინისტრატორები სპეციალურად ჯგუფისთვის კარგი მასალის შექმნას და მის სარფიანად გაყიდვას შეძლებენ.

 

 

,,იმედი”

 

 

კომენტარები

X