Facebook-ი გეტყვით, თუ რამდენ დროს ატარებთ სოციალურ ქსელში

17:34 25 ივნისი, 2018
Facebook-ი მუშაობს ახალი ფუნქციის დამატებაზე, რომელიც მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენ დროს ატარებს სოციალურ ქსელში.
ფუნქციას Your Time ჰქვია და ის უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს. ინფორმაციას Android Authority ავრცელებს.
Your Time-ის დახმარებით, მომხმარებელი შეძლებს ნახოს სოციალურ ქსელში მის მიერ გატარებული დროის დღის, კვირის და თვის სტატისტიკა, ასევე რამდენად ხშირად გახსნა აპლიკაცია.
Facebook-მა ახალ ფუნქციაზე მუშაობის შესახებ ინფორმაცია Tech Crunch-ს დაუდასტურა.