Background Image

GEM FEST-ი აღარ ჩატარდება – გიორგი სიგუას Facebook მიმართვა

13:35 11 ივლისი, 2018

დღეს 10 ივლისია და სამწუხაროდ მეტს ვეღარ დაველოდებით. ფესტივალის ჩატარებას დრო და სერიოზული მომზადება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მიწის იჯარით მოცემაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. მოთხოვნა გავაგზავნეთ ორჯერ, პირველად მარტის თვეში მივიღეთ უარი, აბსოლიტურად უმიზეზოდ და ახსნის გარეშე. მეორედ კი უბრალოდ დუმილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

რამდენად სამართლიანია ეს პროექტის მიმართ რომელმაც ანაკლია მსოფლიო ტურისტულ და საფესტივალო რუკაზე დაამკვიდრა, საზოგადოებამ და ისტორიამ განსაჯოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის რაც გვაქვს- ტერიტორია სადაც წლები ჯემ ფესტი ტარდებოდა და სადაც 9-12 აგვისტოს ფესტივალი უნდა გამართულიყო, ჩვენს გარეშე იქნება ამ ზაფხულს.

დიახ ჩვენ განვიხილავდით ვარიანტს, ჩაგვეტარებინა ფესტივალი ანაკლიაში, კერძო ტერიტორაზე პლაჟის გარეშე, ვამუშავებდით ამ ვარიანტს თქვენთან ერთად და შევთანხმდით არ დაგვეშვა ღონისძიების ხარისხის დაცემა და ვამჯობინეთ თავი შეგვეკავებინა ასეთი რისკისგან.

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და პროექტი სახელად GEM FEST იცოცხლებს, არა მხოლოდ იცოცხლებს, არამედ ახლიდან დაიბადება.

ველოდებოდით რომ აწ უკვე ყოფილი მინისტრების რეაქცია იქნებოდა არაადექვატური და დროს არ ვკარგავდით.

ივნისის თვეში ჩვენ მივიღეთ წინადადება საერთაშორისო, გლობალური ბლოკჩეინ პროექტისგან მხარი დაუჭიროს ჩვენს GEM ოჯახს და დააფინანსოს 4 გრანდიოზული ღონისძიება, იანვარში, მაისში, აგვისტოსა და ოქტომბერში, რომლებიც გაიამრთება , როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

ეს ბლოკჩეინ პროექტი გახდება ჩვენი საიმედო პარტნიორი და სამომავლო განვითარების გარანტი. ასეთი კოოპერაცია მოგვცემს საშუალებას , გავიყვანოთ GEM FEST არსებითად სხვა დონეზე და ვაქციოთ იგი პირველ კრიპტოფესტივალად.

გპირდებით რომ 2019 წელს ჩვენ ავაფეთქებთ ხმაურიანად და პირდაპირ ახალ წელს დავიწყებთ იანვარში.

დეტალებს და საინტერესო სიახლეებს სულ მალე შეგატყობინებთ.

რაც შეეხება ბილეთებს , რომლებიც 9-12 აგვისტოს ღონისძიები სთვის შეიძინეთ. ჩვენ გთავაზობთ სამ მაქსიმალურად მოსახერხებელ ვარიანტს

  1. დაიბრუნოთ ბილეთში გადახდილი თანხა უკან . ამისთვის საჭიროა მითითებულ ფოსტაზეRefundgemfestticket@gmail.com ატვირთოთ ბილეთის ფოტო, მიუთითოთ თუ სად შეიძინეთ , თქვენი სახელი გვარი და საბანკო მონაცემები, სად ჩაგერიცხოთ თანხა.
  2.  დაიტოვოთ ეს ბილეთი და მისი საშუალებით დაესწროთ ოთხივე ღონისძიებას იანვრიდან ოქტომბარმდე . ფოსტაზეStaycoolwithus@gmail.com გამოაგზავნოთ ბილეთი, თქვენი საპასპორტო მონაცემები და მიუთითოთ რომ გსურთ არ გაუქმდეს ბილეთი და იყოს ვარგისი მომავალ 4 ღონისძიებაზე.
  3. გადაცვალოთ ბილეთი კრიპტოვალუტაზე და მიიღოთ 150 ლარის ექვივალენტი კოინები თქვენს საფულეზე , შეძლებთ გადაურიცხოთ სხვას, გაყიდოთ ან შეიძინოთ GEM FEST ის ბილეთები, საკვები, სასმელები და აბსოლიტურად ყველაფერი რაც ჩვენს ღონისძიებებზე გაიყიდება

კოინები იქნება ჩატვირთული სპეციალურ CASH-Less სამაჯურებში, ასევე მობილური აპლიკაციითაც შეძლებთ გადახდას.

ამისათვის გამოაგზავნეთ ბილეთი ფოსტაზე Cryptogemsforfuture@gmail.com

ჩვენ კი მოგწერთ ინსტრუქციას თუ როგორ გახსნათ საფულე და მიიღოთ კოინები .

გადაწყვეტილების მისაღებად და ბილეთების გამოსაგზავნად ბოლო ვადა არის 30 აგვისტო. ამის შემდეგ, მოხდება მიღებული განაცხადების დამუშავება, თანხების გაცემა (ერთი კვირის ვადაში) , ბილეთების გადაცვლა და კოინების ჩარიცხვა საფულეებზე.

მადლობა მეგობრობისთვის , მხარდაჭერისთვის , ნდობისთვის და ერთგულებისთვის.

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ვიქნებით

ყველაფერი ახლა იწყება.

 

 

კომენტარები

X