Background Image

Google-ს ახალი ალგორითმი გეტყვით თუ როდის მოკვდებით

10:40 19 ივნისი, 2018

Google-მა ახალი ალგორითმი შექმნა, რომელიც განსაზღვრავს რა აწუხებს პაციენტს, რამდენ ხანში განიკურნება და რამდენი წუთი, საათი, დღე ან თუნდაც წელი იცოცხლებს ის. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

Google-მა პატიცენტის ისტორიის ერთიანი ელექტრონული სისტემა შექმნა.

მკერდის კიბოთი დაავადებულ ქალს მედიკოსებმა უთხრეს, რომ მისი სიკვდილის ალბათობა 9.3% იყო, მაშინ როდესაც Google-ის ახალი სისტემის ტესტირებისას ქალს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულმა სისტემამ სულ სხვა შედეგი შეატყობინა. ე.წ. „სამედიცინო ტვინს“, როგორც მას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უწოდებენ დაასკვნა, რომ მკერდის კიბოთი დაავადებული ქალის გარდაცვალების რისკი უფრო მაღალი, 19.9% იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის რამდენიმე დღეში გარდაიცვლებოდა.

საბოლოოდ Google-ის პროგნოზი უფრო სწორი აღმოჩნდა.

Google-ში განმარტავენ, რომ მომდევნო ეტაპი ინოვაციის კლინიკებში დანერგვაა.

აღსანიშნავია, რომ მსგავს სისტემაზე Google-ის გარდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა კერძო კომპანიები მუშაობენ.

 

 

 

კომენტარები

X