Background Image

Myvideo.ge-ს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება აეკრძალა

10:32 29 ივნისი, 2018

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ Myvideo.ge-ს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირების დროს, საზოგადოებრივის სიგნალის გათიშვა დაავალა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მაუწყებელი მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.  ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ამ საკითხის შესახებ კომისიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მოთხოვნის საფუძველზე დღეს იმსჯელა.

“მატჩების მსვლელობისას Myvideo.ge-მ და სხვა პორტალებმა სატელევიზიო სიგნალი უნდა შეზღუდონ. ამის გარდა, მაუწყებელში მიაჩნიათ, რომ Myvideo.ge არხის კონტენტს კომერციული მიზნებით იყენებს, როდესაც ვებგვერდზე რეკლამას უშვებს.

Myvideo.ge-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ პირველი არხის სიგნალის რეტრანსლირებას ახორციელებენ, რისი უფლებაც 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით აქვთ.

საბოლოოდ, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პირველი არხის პოზიცია გაიზიარა, Myvideo.ge-სმფლობელი კომპანია ITDC წერილობით გააფრთხილა და სატელევიზიო სიგნალის დაუყოვლებლივიშეწყვეტა დაავალა”, – წერია 1tv-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ თუ Myvideo.ge მას ოფიციალურად მიწერს, მას ისეთ სიგნალს მიაწვდის, რომელზეც საფეხბურთო ტრანსლაციები შეზღუდული იქნება.

Myvideo.ge-ს წარმომადგენლები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ.

 

 

,,იმედი”

 

 

 

 

კომენტარები

X