Background Image

“Nike-ის” სპორტული ფეხსაცმელი 3D პრინტერის გამოყენებით შეიქმნა

11:18 23 აპრილი, 2018

“Nike-მა” სპორტული ფეხსაცმელი შექმნა, რომელიც, მათი თქმით,  3D პრინტერით შექმნილი პირველი სპორტული ფეხსაცმელია მსოფლიოში. ინფორმაციას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

მიუხედავად იმისა, რომ “Adidas-მა” მსგავსი ტექნოლოგიით შექმნილი ფეხსაცმელი 2016 წელს წარმოადგინა, “Nike-ის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ მიერ შექმნილი სპორტული ფეხსაცმელი მსოფლიოში პირველია.

აღნიშნული ფეხსაცმელი “Nike-მა” Eliud Kipchoge-თან კოლაბორაციით შექმნა.  როგორც ცნობილია, პრინტერით პროდუქტის  მხოლოდ ზოგიერთი დეტალი დაიბეჭდა, დანარჩენი ნაწილისთვის კი ტრადიციული მეთოდი გამოიყენეს.

იმისათვის, რომ სპორტული ფეხსაცმელი იდეალური ყოფილიყო, ექსპერიმენტებს 10 წელზე მეტი დასჭირდა.

 

ავტორი: მარიამ გაბისონია

 

 

 

 

კომენტარები

X