Background Image

Nini Patsatsia – ფეხსაცმლის ახალი ბრენდი ქართულ ბაზარზე

13:39 9 ივნისი, 2018

ერთი კვირის წინ, თბილისის მოდის სამყაროს, კიდევ ერთი ფეხსაცმლის ბრენდი, Nini Patsatsia შეემატა. დეტალებზე myrest.ge დიზაინერ, ნინი ფაცაციას ესაუბრა.

„დიდიხანია მაქვს საკუთარი აქსესუარების ბრენდი, თუმცა ჩემი მოთხვონები საკუთარი თავისადმი, უფრო მეტი იყო და შესაბამისად საჭირო გახდა რაღაც ახალი. სწორედ ამიტომ შეიქმნა ბრენდი Nini Patsatsia, რომელიც მხოლოდ ნატურალური ტყავის, ორიგინალურ ფეხსაცმელებს გთავაზობთ.

მე ვქმნი დიზაინს, შემდეგ კი სახელოსნოში ხდება მისი შეკერვა. გარდა ნატურალური ტყავისა, მასალად სხვადასხვა ნაჭრებსა და თოკებს ვიყენებ. ვინაიდან ტყავსაც ადგილობრივ ბაზარზე ვიყიდულობ, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ფეხსაცმელები მთლიანად ქართულია. რაც შეეხება ფასებს, ამ ეტაპზე მინიმალური ფასი 120, მაქსიმალური კი, 250 ლარია.

ვცდილობ ყველა სეგმენტს მოვერგო და ფასებიც შეძლებისდაგვარად ხელმისაწვდომი იყოს. სულ მალე ვაპირებ, საკუთარი ფეხსაცმლის სალონის გახსნას, ამ ეტაპზე კი, ჩემი პროდუქციის შეძენა „ონლაინ“ ხდება“.
Nini Patsatsia-ს პროდუქციის ნახვა, მის „ფეისბუქ“ გვერდზეა შესაძლებელი, სასურველი ფეხსაცმლის არჩევის შემთხვევაში კი, პროდუქციას ადგილზე მიტანის უფასო სერვისით მოგიტანენ. ( იხ. Facebook – Nini Patsatsia )

 

ავტორი: ანი გიგაური

 

კომენტარები

X