Background Image

The Guardian – ქვევრი, ეს უნივერსალური ჭურჭელი უფრო მეტია, ვიდრე ტურისტული მარკეტინგი

13:32 23 მაისი, 2018

უკანასკნელ წლებში ქართული ღვინით და ძირითადად ქვევრის ღვინით უამრავი მეღვინე, ღვინის მწარმოებელი და მარკეტოლოგი დაინტერესდა. თუმცა, ჩვენი ღვინით დაინტერესებას განსაკუთრებით ევროპული მედია საშუალებები ავლენენ და თვე ისე არ გავა, რომელიმე გავლენიანმა გამოცემამ ქართულ ქვევრის ღვინოს სტატია არ მიუძღვნას. ეს მაშინ, როდესაც დაახლოებით 15-20 წლის წინ, მსოფლიოში ქართული მეღვინეობის არსებობის მცოდნე ადამიანებიც კი ძალიან ცოტანი იყვნენ.

რამდენიმე დღის წინ, მთელს მსოფლიოში ცნობილმა და გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა ქართული ღვინის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

ჟურნალისტი დევიდ უილიამსი ქართული ღვინის დამზადების წესებით ინტერესდება. სტატიის ავტორის თქმით, შავი ზღვისპირეთის ქვეყანაში, საქართველოში ღვინოს ათასეული წლებია ტრადიციული მეთოდით ამზადებენ და დღეს ქართული ღვინო მოწინავე პოზიციებს იკავებს.

“ქვევრს საქართველოში ვერსად ასცდებით, ის აქ ყველგან არის, მათ შორის, სუვენირების სახით, თბილისის ტურისტულ მაღაზიებში. თიხისგან დამზადებული ღვინის ჭურჭლის გამოსახულებას იხილავთ მაისურებზე და სხვადასხვა ნივთებზე. ქვევრის გამოსახულებას დაინახავთ გზებზეც, ბილბორდებზე, ასევე პატარა კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში, ნამდვილ ქვევრს კი ღვინის ტურებში იხილავთ.

 

ქვევრი – ეს უნივერსალური ჭურჭელი უფრო მეტია, ვიდრე მასშტაბური ტურისტული მარკეტინგი. ეს არის მსოფლიოში უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის სიმბოლო, რითაც ქართველები ძალიან ამაყობენ. არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით ქვევრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც 8 ათასი წლით თარიღდება. პარადოქსია, მაგრამ ქვევრი საქართველოს თანამდროვე პერიოდის სიმბოლოც არის, რომელიც ამავდროულად წარსულის ტრადიციებზეა დაფუძნებული”, – დევიდ უილიამსი.

მისივე თქმით, საქართველოში ღვინის წარმოება სულ უფრო იზრდება და ეს სფერო დიდი როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში. ქართულ ღვინოს შეხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, პოპულარულ რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში.

 

 

allwine.ge

 

 

კომენტარები

X