Background Image

The Guardian: ქვევრი – ეს უნივერსალური ჭურჭელი უფრო მეტია, ვიდრე ტურისტული მარკეტინგი

13:17 1 მარტი, 2018

გავლენიანი ბრიტანეული გამოცემა Guardian ქართული ღვინის შესახებ წერს. ჟურნალისტი დევიდ უილიამსი თავის სტატიაში მკითხველს ქართული ღვინის დამზადების წესებსა და ქვევრის უნიკალურობაზე უამბობს.

ავტორის თქმით, შავი ზღისპირეთის ქვეყანაში, საქართველოში ღვინოს ათასეული წლებია ტრადიციული მეთოდით ამზადებენ და დღეს ქართულ ღვინო მოწინავე პოზიციებს იკავებს.

“ქვევრს საქართველოში ვერსად აცდებით, ის აქ ყველგან არის. მათ შორის სუვენირების სახით თბილისის ტურისტულ მაღაზიებში. თიხისგან დამზადებული ღვინის ჭურჭლის გამოსახულებას იხილავთ მაისურებზე და სხვადასხვა ნივთებზე. ქვევრის გამოსახულებას დაინახავთ გზებზეც, ბილბორდებზე, ასევე პატარა კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში, ნამდვილ ქვევრს კი ღვინის ტურებში იხილავთ.

ქვევრი ეს უნივერსალური ჭურჭელი უფრო მეტია, ვიდრე მასშტაბური ტურისტული მარკეტინგი. ეს არის მსოფლიოში უძველესი ღვინისმწარმოებელი ქვეყნის სიმბოლო, რითაც ქართველები ძალიან ამაყობენ.

არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით ქვევრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც 8 ათასი წლით თარიღდება. ამერიკელი მხატვარი ჯონ ვარდემანი, რომელიც კახეთის რეგიონში მეღვინე გახდა ამბობს. პარადოქსია, მაგრამ ქვევრი საქართველოს თანამდროვე პერიოდის სიმბოლოც არის, რომელიც ამავდროულად წარსულის ტრადიციებზეა დაფუძნებული,” – წერს ავტორი.

დევიდ უილიამსის თქმით, საქართველოში ღვინის წარმოება სულ უფრო იზრდება და ეს სფერო დიდი როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში. ქართულ ღვინოს შეხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, პოპულარულ რესტორნებსა და ღვინის მაღაზიებში.

იქვე ავტორი 6 საუკეთესო ღვინოს ასახელებს: შუხმანის მწვანე (მშრალი თეთრი), შატო მუხრანი (რქაწითელი), ხოხბის ცრემლები (საფერავი), ორგო (საფერავი), დაქიშვილის ოჯახის ვენახები (ვინეა, ამბერი, ქისი, ვიტა), თელავის მარანი (სატრაპეზო ქვევრის საფერავი).

 

 

travelingeorgia.ge

კომენტარები

X