Background Image

WIZZ AIR ახალი ბაზის გახსნას 20%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს

16:35 14 ივნისი, 2018

Wizz Air ვენის აეროპორტში, ახალი ეარბას A320 ტიპის ავიახომალდის დამატებით, ავსტრიულ ბაზას ხსნის.

ვენა-ქუთაისის მიმართულება ხელმისაწვდომია 15 ნოემბრიდან.

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის თანამედროვე თვითმფრინავით აღჭურვა, უახლოეს პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ხუთი სხვადასხვა პოპულარული რეისის ამოქმედებას, კერძოდ — ვენიდან ვალენსიას, რომის, მალტას, ბარისა და თელ-ავივის მიმართულებით. რეისები 14 და 15 ივნისს შესრულდება.

მნიშვნელოვანი სიახლის აღსანიშნავად, Wizz Air ვენის რეისების მგზავრთათვის სპეციალურ ფასდაკლებას აცხადებს.

მოგზაურებს საშუალება აქვთ, რომ 14 ივნისის ღამის 12 საათამდე, ვენიდან თუ ვენის მიმართულებით დაგეგმილ 30 სხვადასხვა მარშრუტზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

ავიამიმოსვლას ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით Wizz Air 2018 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყებს. ავიაკომპანია აღნიშნულ რეისს კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განახორციელებს. აღნიშნული სიახლე ქართველ მოგზაურებს ევროპის ერთ-ერთი კულტურული ცენტრის აღმოჩენისა და დათვალიერების შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, თანაც სულ რაღაც 79.99 ლარად/ 29,99 ევროდ.

 

 

,,კომერსანტი”

 

 

კომენტარები

X