Background Image

wizz air – ის 9 დღით გადადებული რეისი და დაზარალებული მგზავრები ქუთაისი-ბარსელონას რეისზე

10:32 28 ივნისი, 2018

9 დღით გადადებული რეისი და ფინანსურად დაზარალებული მგზავრები. ქუთაისი-ბარსელონას რეისზე, რომელიც გუშინ უნდა შესრულებულიყო, 200 მგზავრი თვითმფრინავში შეიყვანეს თუმცა ერთი საათის შემდეგ უკან გამოაბრუნეს.

მგზავრები ყვებიან, რომ ტრანსპორტში გამოირთო სავენტილაციო სისტემა, ჩაიკეტა კარები, რის გამოც ორი ადამიანი ცუდად გახდა. მათ სასწრაფო დახმარება დასჭირდათ. რეისი 6 ივლისს 9 დღეში შესრულდება, კომპანია “ვიზეარი” კი მგზავრებს სასტუმროში განთავსებას მხოლოდ 4 დღით უნაზღაურებს.

ამ ფაქტის გამო დაპირისპირება იყო ქუთაისის აეროპორტში. ადმინისტრაციაში კი განმარტებები არ გაკეთებულა.

 

,,რუსთავი 2”

 

 

 

კომენტარები

X